ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის 29-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 59
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის 29-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
დეპარტამენტის ცნობით, მიზეზი კლდოვანი მასის ჩამოშლაა.
„კლდოვანი მასის ჩამოსვლის შედეგად ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი. შესაბამისი სამუშაოების გატარებამდე აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
