თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი იყო
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 100
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი იყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სამსართულიან შენობაში გაჩნდა, სადაც მაღაზიებია განთავსებული.
მათივე ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
