2025 წლის 8 თვეში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) განცხადებების რაოდენობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47%-ით გაიზარდა.
სააგენტოს მონაცემებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის რვა თვეში 838 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო ზარების რაოდენობამ 2570 შეადგინა.
წელს, მომხმარებლების განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 79%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 5%, იმერეთი 4%, კახეთი 3 %, ქვემო ქართლი 2% და სხვა რეგიონები.
რვა თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი მომხმარებელი თანხის დაბრუნებას ითხოვდა. კერძოდ: თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 286, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 262, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 138, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 57, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 28, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 20, ხოლო სხვა დანარჩენზე 47 განაცხადი.
სტატისტიკის მიხედვით, 74%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 10%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 16%-ს.
ამას გარდა, GCCA-ს თანახმად:
- საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 98 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 147 საქმეზე.
- GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 50 მოვაჭრეს - 89 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 104 742 ლარის ოდენობით.
- მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 115 საქმეზე - 106 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
ინფორმაციისთვის: მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და გაგზავნოთ ელ-ფოსტაზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20 და ასევე ქალაქის ნომერზე 032 205 44 22.