"რომელი მოღალატეც ამას ჩამოხსნის, სიკვდილი ელის!"

9 მარტი - სისხლიანი თბილისი და პროკლამაციებით აჭრელებული რუსთაველი და პლეხანოვი

08 Mar 2019 0 comment   ავტორი: ლუკა კოპალეიშვილი

1953 წლის 5 მარტს იოსებ სტალინი გარდაიცვალა. ისტორიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაღმასვლა და შემდეგ ნგრევა სწორედ ამ პერიოდიდან იწყება.
რა გახდა 9 მარტის ტრაგედიის მიზეზი ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1956 წლის დამდეგს, საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი, სტალინის მოღვაწეობით დაინტერესდა და სამართალდამცავებს რეპრესირებულთა საქმეების გადახედვა დაავალა. უკვე აშკარა იყო, რომ სტალინის გარდაცვალებიდან მესამე წლისთავზე კრემლში საბჭოეთის დიდი ბელადის კულტის დასანგრევლად ემზადებოდნენ.

1956 წლის თებერვალში, საბჭოთა კავშირის კომპარტიის მეოცე ყრილობაზე, მოხსენებით წარსდგა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ანასტას მიქოიანი. სტალინის ყოფილი თანამოაზრე მიქოიანი, ამჯერად უკვე ხრუშჩოვის დავალებას ასრულებდა და პიროვნების კულტს გმობდა. მიუხედავად იმისა, რომ მიქოიანს სტალინი საერთოდ არ უხსენებია, მისი გამოსვლა ბევრისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა.
მოულოდნელად, 25 თებერვალს, ყრილობის დელეგატები უკვე დახურულ სხდომაზე შეიკრიბნენ - საზოგადოებას სიტყვით ნიკიტა ხრუშჩოვმა მიმართა. მისი მოხსენება, რომელიც მთლიანად სტალინის საბრალდებო დასკვნას წარმოადგენდა, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

"ესეც თქვენი სამხედრო გენიოსი სტალინი, დიდ სისხლად დაგვიჯდა იგი, ქართველი ხალხის დიადი შვილი,"- აცხადებდა ხრუშჩოვი. სტალინმა დაამკვიდრა ცნება "ხალხის მტერი", რომელიც მოსამართლეებს ათავისუფლებდა ყოველგვარი მტკიცებულების აუცილებლობისგან. ხალხის დასაშანტაჟებლად, როცა სტალინი იტყოდა რომელიმე ადამიანზე დააპატიმრეთო, ესე იგი ის ხალხის მტერი იყო და "ბერიას ბანდა" ყველაფერს აკეთებდა, რათა მისთვის ბრალი დაედგინა. მოხსენებას - "პიროვნების კულტი და მისი შედეგები" - დარბაზი სრული დუმილით შეხვდა. ხრუშჩოვის გამოსვლას პროტესტი არ მოჰყოლია, დელეგატებმა ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც ყრილობამ პიროვნების კულტი დაგმო.

ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის მოხსენება დახურული წერილის სახით პარტიულ ჯგუფებს დაეგზავნა. თუმცა ანტისტალინური გამოსვლის შესახებ ინფორმაციამ მოსახლეობაში მაინც გაჟონა. მალე ეს ამბავი მთელ საბჭოეთს მოედო. ოფიციალური პრესა კი მე-20 ყრილობის ამსახველ მასალებში სტალინის დამსახურებების შესახებ არაფერს წერდა. ახლოვდებოდა ხუთი მარტიც, სტალინი გარდაცვალების დღე.

საქართველოში დიდი ბელადის გარდაცვალებიდან 3 წლის აღსანიშნავად ემზადებოდნენ. ვითარება ნელ-ნელა იძაბებოდა. პროცესების შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. მოვლენების ეპიცენტრად სტალინი ძეგლის მიმდებარე ტერიტორია იქცა. საბჭოეთის დიდი ბელადის ძეგლი, მაშინდელი კარლ მარქსის სახელობის, ამჟამად ე.წ. მშრალი ხიდის მახლობლად სკვერში, 1939 წელს აღიმართა.
თბილისში, 4 მარტს, დღის 4 საათზე, სტალინის ძეგლთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათი რიცხვი საღამოს უკვე 1000 იყო. სამგლოვიარო ღონისძიების მონაწილენი კითხულობენ სტალინისადმი მიძღვნილ ლექსებს, ასრულებდნენ სიმღერას. მეორე დღეს კი მომიტინგეთა რაოდენობამ უკვე 10 000-სს მიაღწია. 5 მარტს, ქალქის ცენტრში გამოჩნდნენ დემონსტრანტები. მათ ხელში სტალინის პორტრეტები ეკავათ. ქუჩაში გამოსული ხალხი ლენინ-სტალინს სკანდირებდა. შეძახილებს ნელ-ნელა ეროვნული მოტივებიც ემატებოდა. თბილისის გარდა, სამგლოვიარო ღონისძიებები გორში, ქუთაისში, ბათუმსა და სოხუმში გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული მასალების მიხედვით, 1956 წლის 6 მარტს, საქართველოს უშიშროების კომიტეტიდან "სუკიდან" საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტში დაშიფრული წერილი გაიგზავნა. სუკში შესული აგენტურული ინფორმაცია იუწყებოდა მოსახლეობის ნაწილში პარტიისა და ხელისუფლების უარყოფითი განწყობის არსებობის შესახებ, რომელშიც არ იყო აღნიშნული სტალინის დამსახურებები. ასევე მიღებულ იქნა ინფორაცია, რომ მოსწავლეები და სტუდენტები აპირებდნენ ორგანიზებულად აღენიშნათ ბელადის გარდაცვალების დღე. მრავალათასიანი საპროტესტო ტალღა სტალინის ძეგლს გასცდა და რუსთაველის გამზირთან მაშინდელი ლენინის, ამჟამად უკვე თავისუფლების მოედანი მოიცვა. ამ გამოსვლების წინაშე საბჭოთა პოლიცია უძლური აღმოჩნდა. ვითარება თანდათან უკონტროლო ხდებოდა, მიტინგზე ანტისაბჭოთა ლოზუნგები გაისმა.

ახალგაზრდებიდან განსაკუთრებით გამოირჩეოდა თბილისის 50-ე სკოლის მე-11 კლასელი კონსტანტინე ციციშვილი. ის 4-9 მარტის აქციების ლიდერიც იყო. კონსტანტინე 8 მარტს საქართველსო კომპარტიის ცეკას პირველ მდივანთან გამართულ შეხვედრაზეც იმყოფებოდა, სადაც ციციშვილმა მჟავანაძეს 6-პუნქტიანი ულტიმატუმი წაუყენა და სტალინის სახელის დაუყონებლივ რეაბილიტაცია მოსთხოვა. ვასილ მჟავანაძე მოსახლეობას 9 მარტის გლოვის დღედ გამოცხადებას, ასევე პრესაში და რადიოში სტალინის დამსახურებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შეჰპირდა.

თბილისი ნახევრადპარალიზებული იყო. ვითარების განსამუხტად, ხელისუფლებამ დაბეჭდა სტატია სათაურით "მესამე წლისთავი იოსებ სტალინის საპატივცემულოდ", თუმცა დაძაბულობა ამან მაინც ვერ ჩააცხრო. ანტისაბჭოთა განწყობა თანდათან მატულობდა. 9 მარტს, ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანძე სტალინის ძეგლთან მივიდა და სიტყვით გამოვიდა. მისი საუბარი დაულაგებელი იყო. ის ხალხს დაშლისკენ მოუწოდებდა და ჰპირდებოდა, რომ დღის პირველ საათამდე ყველა ორგანიზაციაში შეხვედრებს გამართავდა, თუმცა მომიტინგეებმა ცეკას მდივნის თხოვნა არ გაითვალისწინეს.

საბჭოთა არმიამ პოზიციები თბილისში დაიკავა. ცოტა ხანში ცეცხლი გახსნეს, უიარაღო მომიტინგეებს ავტომატისა და ტყვიამფრქვევის ჯერი მრავალჯერ გადაატარეს. ერთხანს, მომიტინგეთა ხოცვა-ჟლეტა ლენინის მოედნიდან წამოსული ტანკების გრუხუნის ფონზე გრძელდებოდა. დემონსტრანტებს სასტიკად გაუსწორდნენ. ღამის ორი საათისთვის, კავშირგაბმულობის სახლთან ჯარისკაცების გარდა, არავინ იმყოფებოდა. ქალაქი სამხედრო ნაწილებმა დაიკავეს. გარდაიცვალა 150 ადამიანი, დაასახიჩრეს გაცილებით მეტი, თუმცა ეს არაოფიციალური ინფორმაციაა და შესაძლებელია ეს რიცხვი გაცილებით მეტი იყოს.

10 მარტს თბილისში სანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და დაწესდა პატრულირება. მოსახლეობას წესრიგის აღდგენისთვის მოუწოდებდნენ. კომპარტიის აგიტაცია-პროპაგანდის მანქანა სრული დატვირთვით ამოქმედდა. "სუკი" რაიონებში დამატებითი სამსახურების შექმნაზე ზრუნავდა. ამასობაში არც სადამსჯელო სანქციებმა დააყოვნა და მასობრივ დაპატიმრებათა სერია დაიწყო.

4-9 მარტის დროს სულ 375 ადამიანი დაიჭირეს აქედან 34 კომპარტიის 165 კომკავშრის წევრიც აღმოჩნდა, მათ შორის იყო კონსტანტინე ციციშვილიც, რომელიც საბჭოთა მართლმსაჯულებამ ორ თვეში გაათავისუფლა. მკაცრი სანქციები დაკავებულთა მცირე ნაწილს შეეხო. როგორც ჩანს, რეჟიმი უფრო დაღუპულებს უფრთხოდა. ტრაგედიიდან მეხუთე დღეს, ხელისუფლებამ გარდაცვლილთა ცხედრების გაცემა დაიწყო, იგი მსხვერპლის რეალური რაოდენობის გასაიდუმლოებას ცდილობდა და მიღებული გადაწყვეტილებით, დაკრძალვას მხოლოდ ოჯახის წევრები და სუკის თანამშრომლები უნდა დასწრებოდნენ. ნათესავებს მისვლა სასტიკად ეკრძალებოდათ.

დღეს ჯერ კიდევ უცნობია, კონკრეტულად ვინ გასცა ბრძანება, დაეხოცათ უიარაღო დემონსტრანტები, რომელთა უდიდესი ნაწილი სტუდენტები იყვნენ. ყველაზე სარწმუნო ვერსია ისაა, რომ ეს ტრაგედია და მისი სასტიკი შედეგები უშუალოდ ნიკიტა ხრუშჩოვის ნამუსზეა.
1956 წლის შემოდგომაზე, მარტის მოვლენებით გაღიზიანებულმა ახალგაზრდებმა, ჯერ კიდევ მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა - ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ - თანამოაზრეებთან ერთად, პატრიოტული მოძრაობა "გორგასლიანი" ჩამოაყალიბეს.

2 დეკემბერს, დილით, რუსთაველისა და პლეხანოვის მაცხოვრებლებს კედლებზე გაკრული გორგასლიანის პროკლამაციები დახვდათ, მიმართვაში ეწერა
"ქართველებო, ხომ არ დაგავიწყდათ 9 მარტის სისხლიანი ღამე ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი 1924 და 1937 - ქართველი ხალხის დარბევისა და გაჟლეტის წლები, როდემდე უნდა გვქონდეს ქედი მოხრილი მტარვალი კომუნისტების მახვილქვეშ ჩვენს წინაპრებს სისხლი არავისთვის შეურჩენიათ და არც ჩვენ უნდა შევირცხვინოთ თავი.
ძირს ჩვენი ხალხის სისხლში გასვრილი ოკუპანტები და მათი სამხედრო ხროვა, ძირს მოღალატე ქართველი კომუნისტები, გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს, რომელი მოღალატეც ამას ჩამოხსნის, სიკვდილი ელის!"

პატრიოტი ახალგაზრდები მალევე დააპატიმრეს. 1956 წლის მღელვარების ეპიცენტრი სტალინის ძეგლი საბჭოთა ხელისუფლებამ 1961 წელს აიღო. უკვე აშკარა იყო, რომ 4-9 მარტის მოვლენების დროს, საზოგადოება თავისუფლების წყურვილს სტალინის სიყვარულით გამოხატავდა.

 

ფოტოფაქტი

საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკილოზ ბასილაშვილმა წარუმატებელი სტარტის შემდგომ მონტე კარლოში წარმატებით იასპაპეზა. წყვილთ თანრიგში, სადაც მისი მეწყვილე მოლდოველი ჩოგბურთელი რადუ ალბოტია მათ პირველი შეხვედრა მოიგიეს და ტურნირზე მე-8 ნომრად განთესილი
19-21 აპრილის თბილისში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება ფარიკაობაში. ტურნირი როგორც მამაკაცთა შორის ასევე ქალთ შორის გაიმართება, ტურნირი ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის დარბაზში გაიმართება. ტურნირის განრიგი შემდეგნაირად
კვიპროსში, ახალ;გაზრდა სამბისტებს შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. ლიმასოლში ქართველმა სპორცმენებმა 17 მედლის მოპოვება შეძლეს. სულ ქართველებმა 3 ოქროს, 8 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჭაბუკებში ჩემპიონის ტიტული 70 კილოგრამ წონით
16 და 17 აპრილს საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლიეტუვასთან თბილისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართვს . ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ავთანდილ ასათიანის განცხადები აღნიშნული მატჩებით გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ამზადებს.
14-21 აპრილს მონტე კარლოში ნმასტერსის სერიის ტურნირი გაიმ ართება, სადაც ასპარეზობდა საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი. სამწუხაროდ ქართველი პირველივე წრეში დამარცხდა უნგრელ მარტინ ფუჩოვიჩთან, თამაში საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა
საფრანგეთში პარაპარიკაობაში სატელით შეჯიბრი გაიმართა,საქართველოს ეტლით მოსარგებლეთა ნაკრებმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. მათ ექვსი მაღალი სინჯის მედალი მოიპოვეს.  ნინო თიბილაშვილი ხმლით და რაპირით ფარიკაობაში ოქროს მფლობელი გახდა.ირმა ხეცურიანმა
18 წლამდე რაგბის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი წარმატებულად დაიწყეს, ისინი პირველ შეხვედრაში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით- 46:0 დაამარცხეს.  შეხვედრა რუსეთის ქალაქ კალინინგრადში, „ლოკომოტივის“ სტადიონზე
მარიამ ბოლქვაძე და სოფია შაფათავა ობიდოსის ტურნირის გამარჯვებულები არიან. ერთეულთა თანრიგის ფინალში მარიამ ბოლქვაძე ესპანელ ნურია პარისას დიასს დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში 6:2, 7:5 დაამარცხა. ფინალამდე კი ბოლქვაძემ 1/32 ფინალში 6:3, 6:1 ემილი
ბათუმში გამართული ევროპის ჩემპიონატი ქართველი ძალოსნებისთვის წარმატებული გამოდგა, ტურნირზე დელეგაციამ 15 მედალი მოიპოვა რაც მამაკაცთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა. ჩემპიონატის ბოლო დღეები ყველაზე უხვ მედლიანი გამოდგა საქართველოსთვის. 20
პორტუგალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25000$ გახლავთ, სოფიო შაფათავა და მარიიამ ბოლქვაძე წარმატებით განაგრძობენ ასპარეზობას, როგორც წყვილთა თანრიგში, ისე ინდივიდუალურად. ქართველმა ჩოგბურთელეებმა როგორც ერთეულთა
რუმინეთში მიმდინარე ევრო პირველობაზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნაკრებებმა ასპარეზობა დაასრულა და ჯერი ბერძნულ-რომაულ ნაკრებზე მიდგა. დღეს ხალიჩაზე 55, 63, 77, 87 და130 კგ კატეგორიის სპორცმენები გამოვვლენ. საქართველოს ნაკრებს პირველ დღეს
ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები მოიპოვა. გუშინ ფიცარნაგზე ახალგაზრდა ძალოსანი 20 წლის რევაზ დავითაძე ავიდა მან 6 მისვლიდან 5 მისვლა წარმატებით გამოიყენა და ჯამში 3 მედლის მოპოვება შეძლო. 89 კგ-ით
გუშინ დასრულდა ფინალური შეხვედრები პორტუგალიის ობიდოსის საერთაშორისო ტურნირის წყვილთა და ერთეულთა თანრიგში, სადაც ფინალის მონაწილეები ქართველი სპორტსმენები იყვნენ . სოფიკო შაფათვა და ემილი უებლი სმიტი ესპანურ წყვილს დაუპირისპირდნენ სადაც სამწუხაროდ
ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა, 61 კგ წონაში ევროპის ჩემპიონი ატაცში ახალგაზრდა სპორცმენი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი შოთა მიშველიძე გახდა. აღსანისნავია, რომ მიშველიძემ რამდენიმე თვის წინ ოპერაცია
5-7 აპრილს თურქეთში ანტალიის გრან პრი გაიმართა ძიუდოში, სადაც 75 ქვეყნის 500 ზე მეტი სპორცმენი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყო საქართველოს ნაკრებიც. ქართველებმა ტურნირზე საკმაოდ კარგად იასპარეზეს 5 მედლის მოპოვება შეძლეს და საბოლოოდ არაოფიციალურ
 როგორც იცით, მომავალ წელს ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს, რომლისთვის მზადებაც აქტიურ ფაზაშია შესული. ტოკიო 2020 ის საორგანიზაციო კომიტეტმა თამაშების სახეობების და დისციპლინების თილისმა წარადგინეს. ამ ინფორმაციას საქართველოს
 ტოტენჰემ ჰოტსპურის ახალმა სტადიონმა, , პირველ მატჩს უმასპინძლა. ლონდონური დერბი, კრისტალ პალასს დაუპირისპირდა და საკუთარ გულშემატკივრებს საზეიმო განწყობა შეუქმნა.  პირველი ტაიმი სამწუხაროდ გოლი არ გასულა თუმცა მეორე ტაიმში სონ ჰიუნ მინმა და
2020 წელს ტოკიოში გასამართ ოლიმპიურ ტამაშებზე ჩოგბურთის სახეობაში ცვლილებები შევა. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის - ITF და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის - IOC - გადაწყვეტილებით, ტოკიოს საგაისო ოლიმპიადის ვაჟთა ფინალში გამარჯვებული 3 სეტში
 ირალინდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავათ იმისა, რომ მან რამდენიმე დღის წინ კარიერა დაასრულა, დღეს გაირკვა რომ მან გადაწყვეტილება შეცვალა და დიდ სპორტში ბრუნდება. ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ
 8 აპრილს, გურამ თოხაძის საჩოგბურთო სკოლის კორტებზე სტარტს აიღებს ტურნირი “გურამ თოხაძის პრიზი”, რომელიც ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდა ჩოგბურთელები.ტურნირი ჩატარდება ექვს ასაკობრივ
  • ბასილაშვილმა და ალბოტმა წყვილებში მოიგეს
  • საქართველოს ჩემპიონატი ფარიკაობაში იწყება
  • სამბისტებმა კონტინენტის პირველობაზე 17 მედალი მოიპოვეს
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლიეტუვას დაუპირისპირდება
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის დასანანი მარცხი მონტე-კარლოში
  • პარამოფარიკავეების ტრიუმფი საფრანგეთში
  • უმცროსი ბორჯღალოსნების ტრიუმფალური თამაში გერმანიასთან
  • ქართველი ჩოგბურთელების ტრიუმფი პორტუგალიაში
  • ქართველ ძალოსანთა ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე
  • ქართველი ჩოგბურთელები პორტუგალიაში წარმატებით ასპარეზობას განაგრძობენ
  • ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე ბერძულ-რომაულის ნაკრები ჩაერთვება
  • რევაზ დავითაძის სამი მედალი და ევროპის რეკორდი
  • ქართველმა ჩოგბურთელებმა პორტუგალიის ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს
  • შოთა მიშველიძემ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ოქრო მოიპოვა
  • ანტალიის გრან პრიზე ქართველებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს
  • ოლიმპიადის თილისმები წარადგინეს
  • ტოტენჰემის ახალი სტადიონი გაიხსნა
  • ტოკიო 2020-ზე ჩოგბურთის წესებში ცვლილებები შევა
  • კონორ მაკგრეგორი ბრუნდება

hotnews.ge ყველგან თქვენს გვერდით