შსს-მ საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკის გავრცელება აღკვეთა

ამის შესახებ დღეს მამუკა ჭელიძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა

21 Feb 2019 0 comment  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე , მამუკა ჭელიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკების გავრცელების აღკვეთის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

"შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას. გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პოლიციის მიერ ბოლო პერიოდში აღკვეთილი, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონო შემოტანის, შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქობულეთში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღო.

სამართალდამცველებმა 1978 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ა.ჯ. და 1994 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე - ნ.კ. დააკავეს, რომლებსაც დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ, თურქეთის მოქალაქის პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიიდან ნ.კ.-ს სახელზე ამანათით გამოიგზავნა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.ვ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალების 274 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გარდა ამისა, პოლიციამ, საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობით, თბილისში დააკავა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები - წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი 2 პირი - დ.კ. და ზ.შ., რომლებმაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება იტალიიდან საქართველოში, საფოსტო გზავნილის სახით გამოგზავნეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, იტალიაში ველოსიპედი შეიძინეს, მასში სპეციალურად მოწყობილ სამალავში ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ მოათავსეს და ფოსტის მეშვეობით საქართველოში გამოგზავნეს. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის - დ.კ.-ს დაკავებისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ფოსტიდან ახლად გამოტანილი ველოსიპედი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 268 აბი და 10 ნატეხი იყო მოთავსებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, ასევე, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვისთვის კიდევ ერთი პირი დააკავა. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსთავში დაკავებულია 1996 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე - გ.ჯ. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 48 შეკვრად დაფასოებული და ასევე, დასაფასოებლად გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 10 კილოგრამამდე „ჰეროინი", 1 კილოგრამი და 200 გრამი „კოკაინი", 650 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 1000 აბზე მეტი „ექსტაზი“, 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 100 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 275 პირი მისცა."

ფოტოფაქტი

საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკილოზ ბასილაშვილმა წარუმატებელი სტარტის შემდგომ მონტე კარლოში წარმატებით იასპაპეზა. წყვილთ თანრიგში, სადაც მისი მეწყვილე მოლდოველი ჩოგბურთელი რადუ ალბოტია მათ პირველი შეხვედრა მოიგიეს და ტურნირზე მე-8 ნომრად განთესილი
19-21 აპრილის თბილისში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება ფარიკაობაში. ტურნირი როგორც მამაკაცთა შორის ასევე ქალთ შორის გაიმართება, ტურნირი ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის დარბაზში გაიმართება. ტურნირის განრიგი შემდეგნაირად
კვიპროსში, ახალ;გაზრდა სამბისტებს შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. ლიმასოლში ქართველმა სპორცმენებმა 17 მედლის მოპოვება შეძლეს. სულ ქართველებმა 3 ოქროს, 8 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჭაბუკებში ჩემპიონის ტიტული 70 კილოგრამ წონით
16 და 17 აპრილს საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლიეტუვასთან თბილისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართვს . ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ავთანდილ ასათიანის განცხადები აღნიშნული მატჩებით გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ამზადებს.
14-21 აპრილს მონტე კარლოში ნმასტერსის სერიის ტურნირი გაიმ ართება, სადაც ასპარეზობდა საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი. სამწუხაროდ ქართველი პირველივე წრეში დამარცხდა უნგრელ მარტინ ფუჩოვიჩთან, თამაში საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა
საფრანგეთში პარაპარიკაობაში სატელით შეჯიბრი გაიმართა,საქართველოს ეტლით მოსარგებლეთა ნაკრებმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. მათ ექვსი მაღალი სინჯის მედალი მოიპოვეს.  ნინო თიბილაშვილი ხმლით და რაპირით ფარიკაობაში ოქროს მფლობელი გახდა.ირმა ხეცურიანმა
18 წლამდე რაგბის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი წარმატებულად დაიწყეს, ისინი პირველ შეხვედრაში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით- 46:0 დაამარცხეს.  შეხვედრა რუსეთის ქალაქ კალინინგრადში, „ლოკომოტივის“ სტადიონზე
მარიამ ბოლქვაძე და სოფია შაფათავა ობიდოსის ტურნირის გამარჯვებულები არიან. ერთეულთა თანრიგის ფინალში მარიამ ბოლქვაძე ესპანელ ნურია პარისას დიასს დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში 6:2, 7:5 დაამარცხა. ფინალამდე კი ბოლქვაძემ 1/32 ფინალში 6:3, 6:1 ემილი
ბათუმში გამართული ევროპის ჩემპიონატი ქართველი ძალოსნებისთვის წარმატებული გამოდგა, ტურნირზე დელეგაციამ 15 მედალი მოიპოვა რაც მამაკაცთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა. ჩემპიონატის ბოლო დღეები ყველაზე უხვ მედლიანი გამოდგა საქართველოსთვის. 20
პორტუგალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25000$ გახლავთ, სოფიო შაფათავა და მარიიამ ბოლქვაძე წარმატებით განაგრძობენ ასპარეზობას, როგორც წყვილთა თანრიგში, ისე ინდივიდუალურად. ქართველმა ჩოგბურთელეებმა როგორც ერთეულთა
რუმინეთში მიმდინარე ევრო პირველობაზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნაკრებებმა ასპარეზობა დაასრულა და ჯერი ბერძნულ-რომაულ ნაკრებზე მიდგა. დღეს ხალიჩაზე 55, 63, 77, 87 და130 კგ კატეგორიის სპორცმენები გამოვვლენ. საქართველოს ნაკრებს პირველ დღეს
ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები მოიპოვა. გუშინ ფიცარნაგზე ახალგაზრდა ძალოსანი 20 წლის რევაზ დავითაძე ავიდა მან 6 მისვლიდან 5 მისვლა წარმატებით გამოიყენა და ჯამში 3 მედლის მოპოვება შეძლო. 89 კგ-ით
გუშინ დასრულდა ფინალური შეხვედრები პორტუგალიის ობიდოსის საერთაშორისო ტურნირის წყვილთა და ერთეულთა თანრიგში, სადაც ფინალის მონაწილეები ქართველი სპორტსმენები იყვნენ . სოფიკო შაფათვა და ემილი უებლი სმიტი ესპანურ წყვილს დაუპირისპირდნენ სადაც სამწუხაროდ
ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა, 61 კგ წონაში ევროპის ჩემპიონი ატაცში ახალგაზრდა სპორცმენი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი შოთა მიშველიძე გახდა. აღსანისნავია, რომ მიშველიძემ რამდენიმე თვის წინ ოპერაცია
5-7 აპრილს თურქეთში ანტალიის გრან პრი გაიმართა ძიუდოში, სადაც 75 ქვეყნის 500 ზე მეტი სპორცმენი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყო საქართველოს ნაკრებიც. ქართველებმა ტურნირზე საკმაოდ კარგად იასპარეზეს 5 მედლის მოპოვება შეძლეს და საბოლოოდ არაოფიციალურ
 როგორც იცით, მომავალ წელს ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს, რომლისთვის მზადებაც აქტიურ ფაზაშია შესული. ტოკიო 2020 ის საორგანიზაციო კომიტეტმა თამაშების სახეობების და დისციპლინების თილისმა წარადგინეს. ამ ინფორმაციას საქართველოს
 ტოტენჰემ ჰოტსპურის ახალმა სტადიონმა, , პირველ მატჩს უმასპინძლა. ლონდონური დერბი, კრისტალ პალასს დაუპირისპირდა და საკუთარ გულშემატკივრებს საზეიმო განწყობა შეუქმნა.  პირველი ტაიმი სამწუხაროდ გოლი არ გასულა თუმცა მეორე ტაიმში სონ ჰიუნ მინმა და
2020 წელს ტოკიოში გასამართ ოლიმპიურ ტამაშებზე ჩოგბურთის სახეობაში ცვლილებები შევა. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის - ITF და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის - IOC - გადაწყვეტილებით, ტოკიოს საგაისო ოლიმპიადის ვაჟთა ფინალში გამარჯვებული 3 სეტში
 ირალინდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავათ იმისა, რომ მან რამდენიმე დღის წინ კარიერა დაასრულა, დღეს გაირკვა რომ მან გადაწყვეტილება შეცვალა და დიდ სპორტში ბრუნდება. ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ
 8 აპრილს, გურამ თოხაძის საჩოგბურთო სკოლის კორტებზე სტარტს აიღებს ტურნირი “გურამ თოხაძის პრიზი”, რომელიც ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდა ჩოგბურთელები.ტურნირი ჩატარდება ექვს ასაკობრივ
  • ბასილაშვილმა და ალბოტმა წყვილებში მოიგეს
  • საქართველოს ჩემპიონატი ფარიკაობაში იწყება
  • სამბისტებმა კონტინენტის პირველობაზე 17 მედალი მოიპოვეს
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლიეტუვას დაუპირისპირდება
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის დასანანი მარცხი მონტე-კარლოში
  • პარამოფარიკავეების ტრიუმფი საფრანგეთში
  • უმცროსი ბორჯღალოსნების ტრიუმფალური თამაში გერმანიასთან
  • ქართველი ჩოგბურთელების ტრიუმფი პორტუგალიაში
  • ქართველ ძალოსანთა ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე
  • ქართველი ჩოგბურთელები პორტუგალიაში წარმატებით ასპარეზობას განაგრძობენ
  • ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე ბერძულ-რომაულის ნაკრები ჩაერთვება
  • რევაზ დავითაძის სამი მედალი და ევროპის რეკორდი
  • ქართველმა ჩოგბურთელებმა პორტუგალიის ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს
  • შოთა მიშველიძემ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ოქრო მოიპოვა
  • ანტალიის გრან პრიზე ქართველებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს
  • ოლიმპიადის თილისმები წარადგინეს
  • ტოტენჰემის ახალი სტადიონი გაიხსნა
  • ტოკიო 2020-ზე ჩოგბურთის წესებში ცვლილებები შევა
  • კონორ მაკგრეგორი ბრუნდება

hotnews.ge ყველგან თქვენს გვერდით