მამუკა ხაზარაძე: "მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან "

"თიბისი" ბანკის დამფუძნებელი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

21 Feb 2019 No comment  

მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

მეგობრებო,
თიბისელებო,
ჩემი და თიბისი გუნდის გულშემატკივრებო!

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ 27 წლის განმავლობაში გაწეული მეგობრობისთვის, თანადგომისთვის და ერთად გაკეთებული საქმეებისთვის. ცხოვრებაში დგება ეტაპები, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებ, მეც ბევრჯერ მქონია ასეთი, ახლაც ამ შემთხვევასთან მაქვს საქმე.

აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული.

სამწუხაროდ, არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა. სამაგიეროდ მოვისმინე მათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში.

მე მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა, იმასაც მივხვდი, რომ აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან, მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული. ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე. ბანკი კი არ შეიძლება ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან, მითუმეტეს თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მიუხედავად მისი კანონით მინიჭებული მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობისა.

დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე.  შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.

იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა.

სამშაბათს, როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას.
ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში.

პატივისცემით,
მამუკა ხაზარაძე

ფოტოფაქტი

ნიკოლოზს ბასილაშვილი მსოფდლიო რეიტინგში კვლავ მე-16 პოზიციას ინარჩუნებს. ამის შესახებ დღეს ATP გამოქვეყნა რეიტინგი უიმბლდონის შემდეგ, ATP-ის რეიტინგის ტოპ-სამეული ასეთია: 1(1). ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 12 4152(2). ნადალი (ესპანეთი) – 7 9453(3).
12-14 ივლისს ბუდაპეშტში ძიუდოს გრან-პრი გაიმართა სადაც ქართველმა სპორცმენებმა სამი მედლის მოპოვება შეძლეს. ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაო მოიპოვა ასევე გელა ზაალიშვილმაც, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უზბეკი
გუშინ საჩოგბურთო სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული ტურნირის დაუვიწყარი ფინალი შედგა. ფინალში თანამედროვე ჩოგბურთის ორი მოქმედი ლეგენდა ნოვაკ ჩოკოვიჩი და როჯერ ფედერერი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაპირისპირება ძალიან დაძაბული აღოჩნდა იგი 4 საათი და 57
პოლონეთში გამართულ მსოფლიო თასზე ქართველმა პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ხეცურიანმა საუკეთესო 8-ში მოსახვედრად დაამარცხა რუსი მოწინააღმდეგე ირინა მიშუროვა ანგარიშით 15:10. 4-ში მოსახვედრად კი იტალიელ პასკუნიო როზას სძლია
საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის B დივიზონში ასპარეზობს. საქართველო 3 ტურის შემდეგ 3 მოგებით პირველ ადგილზეა. მათ გუშინ ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი შვედეთი 73:64 დაამარცხეს და პლეიოფში გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს წინ.
საფრანგეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქალთა შორის ოქსანა კალაშნიკოვამ და ხეორხინა გარსია პერესემა წყვილთა თანრიგში ტურნირი მოიგეს. ფინალში მათ ანა დანილინა (ყაზახეთი) და ევა ვაკანო (ჰოლანდია) დაამარცხეს - 6:3, 6:3 და მთავარი პრიზი მოიპოვეს.
ნიჩბოსნობაში 23-წლამდელთა ჩემპიონატს ჩხეთის ქალაქი რიცშე მასპინძლობს. მიმდინატე ტურნირზე ქართველებმა წარმატებით იასპარეზეს და მედლების მოპოვება შეძლეს. მარიამ ქერდიყაშვილმა 500-ს მეტრიან დისტანციაზე კანოეთი გაცურა და მესამე ადგილზე გავიდა.
7 კაცა ნაკრები საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირში იასპარეზებენ. ტურნირი 13-14 ივლისს კოლომიეში გაიმარტება, სადაც საგზურისთვის 12 გუნდი იბრძოლებს. საქართველოს ჯგუფში: ინგლისის, გერმანიისა და
თელავში მიმდინარეობს საერთაშორისო ტურნირი Alex Metreveli Cup ტურნირზე 30 მდე ქვეყნიდან 100 ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. დღეს , 12 ივლისს ერთეულთა თანრიგის ნახევარფინალური და წყვილთა თანრიგის ფინალური მატჩები გაიმართება. საბა ფურცელაძე ყაზახ
12-14 ივლისს ბუდაბეშტის გრან პრი გაიმართება სადაც 82 ქვეყნის 550 სპორცმენი იღებს მონაწილეობას მათ შორის საქართველოს ნაკრებიც. საქართველოს შემადგენლობა მიმდინარე ტურნირზე შემდეგნაირად გამოიყურება: კაცები:-60: ნოზაძე თემური, პაპინაშვილი ჯაბა;-81:
  • ბასილაშვილი კვლავ მე-16 ჩოგანია
  • ქართველების სამი მედალი ბუდაპეშტიდან
  • უიმბლდონის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა
  • ირმა ხეცურიანმა მსოფლიოს თასზე ბრინჯაო მოიპოვა
  • ქართველი კალათბურთელების მორიგი გამარჯვება
  • კალაშნიკოვამ კარიერაში 30-ე ტიტული მოიგო
  • ყაველაშვილის ოქრო და ქერდიყაშვილის ბრინჯაო ჩეხეთიდან
  • საქართველოს  მორაგბეთა 7 კაცა ნაკრები საფრანგეთში იმყოფება
  • თელავიში საერთაშორისო ტურნირი გადამწყვეტ ფაზაშია
  • დღეს ბუდაპეშტის გრან პრი იწყება

hotnews.ge ყველგან თქვენს გვერდით