ოკუპანტების მიერ გატაცებულმა ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა."

13 Mar 2019 No comment  

ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა გალის რაიონში.გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც დეფაქტო აფხაზეთი ავრცელებს , 29 წლის ირაკლი კვარაცხელიამ, გალის რაიონში, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენელი რეზო ქობალია ამბობს, რომ გალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებაზე, ამ დრომდე ბევრი ვერსია ვრცელდება, რომლებსაც შესაბამისი სამსახურები ამოწმებენ.

მისი თქმით, დადასტურებულია ინფორმაცია, რომ ირაკლი კვარაცხელია გადადგილდებოდა ნაბაკვეთი-თაგილონის მიმართულებით,მდინარე ენგურის პერიმეტრზე, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა ირაკლი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ ნაბაკვეთის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს რის შემდეგადაც ის საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ირაკლი კვარაცხელიას დაპირისპირება მოუვიდა ოკუპირებული რეგიონის ე.წ სამართალდამცავებთან. თვითმხილველი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი კვარაცხელია სწორედ ცემის დროს შემოაკვდათ.

"ვხედავდი, როგორ დაიჭირეს საწყალი ბიჭი. ცოტა ნასვამიც იყო და რუსებთან სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდა. ამის შემდეგ მანქანა მოვიდა და წაიყვანეს. ნაბაკევის ბაზაზე ჰყავდათ. დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ნაბაკევის რუსულ ბაზაზე გარდაიცვალა, რადგან ცუდად გახდა და საავადმყოფოდან პირველადი დახმარების გასაწევად ექთნები წაიყვანეს. ხშირად სცემენ ხალხს... შემოაკვდათ და ახლა იგონებენ, რომ თავი ჩამოიხრჩო", - განაცხადა თვითმხილველმა.

აღნიშნულ ფაქტს სახელმიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს", - წერია სუსის განცხადებაში.

ინფორმაცია სუსმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან მიიღო.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, ეხმაურება.
მისი თქმით, 30 წლამდე მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელეს, რის თანახმადაც ახალგაზრდამ თავი მოიკლა.
„ის იყო დაკავებული დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და ამ დროს მოხდა მისი თვითმკვლელობის ფაქტი. ეს არის მოწოდებული ინფორმაცია, რომლის ირგვლივაც ახლა ჩვენ ვცდილობთ, დავაზუსტოთ გარემოებები... ასეთ მძიმე ფაქტზე მე ვალდებული ვარ, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით აღვიჭურვო იმიტომ, რომ ვერ დავიწყებთ ვერანაირად სპეკულაციებს. ჩართული გვაქვს ხელთ არსებული მექანიზმი, ერთ-ერთის თაობაზე მოგახსენეთ, ასევე სხვა არხებითაც ჩვენ ვმუშაობთ სწორედ იმისთვის, რომ გარემოებები დადგინდეს. ახლა სხვა ვარაუდის გამოთქმა იქნება ძალიან უპასუხისმგებლო იმიტომ, რომ ფაქტი თავისთავად არის მძიმე,“ - ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.

 

ფოტოფაქტი

ნიკოლოზს ბასილაშვილი მსოფდლიო რეიტინგში კვლავ მე-16 პოზიციას ინარჩუნებს. ამის შესახებ დღეს ATP გამოქვეყნა რეიტინგი უიმბლდონის შემდეგ, ATP-ის რეიტინგის ტოპ-სამეული ასეთია: 1(1). ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 12 4152(2). ნადალი (ესპანეთი) – 7 9453(3).
12-14 ივლისს ბუდაპეშტში ძიუდოს გრან-პრი გაიმართა სადაც ქართველმა სპორცმენებმა სამი მედლის მოპოვება შეძლეს. ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაო მოიპოვა ასევე გელა ზაალიშვილმაც, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უზბეკი
გუშინ საჩოგბურთო სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული ტურნირის დაუვიწყარი ფინალი შედგა. ფინალში თანამედროვე ჩოგბურთის ორი მოქმედი ლეგენდა ნოვაკ ჩოკოვიჩი და როჯერ ფედერერი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაპირისპირება ძალიან დაძაბული აღოჩნდა იგი 4 საათი და 57
პოლონეთში გამართულ მსოფლიო თასზე ქართველმა პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ხეცურიანმა საუკეთესო 8-ში მოსახვედრად დაამარცხა რუსი მოწინააღმდეგე ირინა მიშუროვა ანგარიშით 15:10. 4-ში მოსახვედრად კი იტალიელ პასკუნიო როზას სძლია
საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის B დივიზონში ასპარეზობს. საქართველო 3 ტურის შემდეგ 3 მოგებით პირველ ადგილზეა. მათ გუშინ ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი შვედეთი 73:64 დაამარცხეს და პლეიოფში გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს წინ.
საფრანგეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქალთა შორის ოქსანა კალაშნიკოვამ და ხეორხინა გარსია პერესემა წყვილთა თანრიგში ტურნირი მოიგეს. ფინალში მათ ანა დანილინა (ყაზახეთი) და ევა ვაკანო (ჰოლანდია) დაამარცხეს - 6:3, 6:3 და მთავარი პრიზი მოიპოვეს.
ნიჩბოსნობაში 23-წლამდელთა ჩემპიონატს ჩხეთის ქალაქი რიცშე მასპინძლობს. მიმდინატე ტურნირზე ქართველებმა წარმატებით იასპარეზეს და მედლების მოპოვება შეძლეს. მარიამ ქერდიყაშვილმა 500-ს მეტრიან დისტანციაზე კანოეთი გაცურა და მესამე ადგილზე გავიდა.
7 კაცა ნაკრები საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირში იასპარეზებენ. ტურნირი 13-14 ივლისს კოლომიეში გაიმარტება, სადაც საგზურისთვის 12 გუნდი იბრძოლებს. საქართველოს ჯგუფში: ინგლისის, გერმანიისა და
თელავში მიმდინარეობს საერთაშორისო ტურნირი Alex Metreveli Cup ტურნირზე 30 მდე ქვეყნიდან 100 ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. დღეს , 12 ივლისს ერთეულთა თანრიგის ნახევარფინალური და წყვილთა თანრიგის ფინალური მატჩები გაიმართება. საბა ფურცელაძე ყაზახ
12-14 ივლისს ბუდაბეშტის გრან პრი გაიმართება სადაც 82 ქვეყნის 550 სპორცმენი იღებს მონაწილეობას მათ შორის საქართველოს ნაკრებიც. საქართველოს შემადგენლობა მიმდინარე ტურნირზე შემდეგნაირად გამოიყურება: კაცები:-60: ნოზაძე თემური, პაპინაშვილი ჯაბა;-81:
  • ბასილაშვილი კვლავ მე-16 ჩოგანია
  • ქართველების სამი მედალი ბუდაპეშტიდან
  • უიმბლდონის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა
  • ირმა ხეცურიანმა მსოფლიოს თასზე ბრინჯაო მოიპოვა
  • ქართველი კალათბურთელების მორიგი გამარჯვება
  • კალაშნიკოვამ კარიერაში 30-ე ტიტული მოიგო
  • ყაველაშვილის ოქრო და ქერდიყაშვილის ბრინჯაო ჩეხეთიდან
  • საქართველოს  მორაგბეთა 7 კაცა ნაკრები საფრანგეთში იმყოფება
  • თელავიში საერთაშორისო ტურნირი გადამწყვეტ ფაზაშია
  • დღეს ბუდაპეშტის გრან პრი იწყება

hotnews.ge ყველგან თქვენს გვერდით