ქვათაცვენითი და მეწყრული მოვლენების გამო, წალკის კანიონი დროებით იხურება

წალკის კანონიონის მიმდებარედ ქვათაცვენა დაფიქსირდა, რის გამოც, როგორც წალკის მერიამ მოქალაქეებსა 31 მაისამდე ტერიტორიაზე გადაადგილეებისაგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

,,ტერიტორიაზე განვითარებულია აქტიური გეოდინამიკური პროცესები - ქვათაცვენითი და მეწყრული მოვლენები, რაც ბუნებრივი გარემოსთვის დამახასიათებელი პროცესებია.

ვიზიტორებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, დაგეგმილია სპეციალური ალპინისტური და საინჟინრო სამუშაოების შესრულება, რაც მოიცავს ფერდობებზე არსებული არასტაბილური ქვების კონტროლირებულ ჩამოშორებასა და ტერიტორიის გაწმენდას.

ამასთანავე, კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს კანიონში ჩასასვლელი გზის სარეაბილიტაციო და გამაგრებით სამუშაოებს. 

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ტერიტორია დროებით იკეტება ვიზიტორებისთვის, რაც სრულად უკავშირდება უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას და პრევენციული ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებას. 

სამუშაოებს განახორციელებენ სრულად სერტიფიცირებული და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები, უსაფრთხოების ყველა ნორმისა და მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის პრევენციული ღონისძიებები განხორციელდა 2023 წელსაც, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ტერიტორიაზე უსაფრთხო გადაადგილებისა და ვიზიტორების მიღების უზრუნველყოფა. 

მიმდინარე სამუშაოებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - უსაფრთხო გარემოს შექმნასა და არსებული რისკების მაქსიმალურ პრევენციას,“ - განუცხადეს ადგილობრივ მედიას, TOK.tv-ს ,,კას ლენდში”.