დღეს, 26 მაისს, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით რეგულარული სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა.
მიმოსვლა Stadler-ის ტიპის სამგზავრო შემადგენლობებით განხორციელდება, რომლებიც აზერბაიჯანის რკინიგზამ რამდენიმე წლის წინ შეიძინა. კომპანიის ცნობით, საწყის ეტაპზე მთელ მარშრუტს აზერბაიჯანული მოძრავი შემადგენლობა და ლოკომოტივები მოემსახურება.
აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციით, სასაზღვრო პროცედურებისთვის თითოეულ საზღვარზე 1 საათი არის გათვალისწინებული.
მატარებლები ბაქოსა და თბილისს შორის შემდეგი განრიგით იმოძრავებენ:
რაც შეეხება გაჩერებებს, მატარებელი საქართველოში თბილისისა და გარდაბნის სადგურებზე გაჩერდება. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კი მგზავრთა მიღება გათვალისწინებულია ბაქოს რკინიგზის სადგურზე, ბილაჯარში, ევლახში, განჯაში, აღსტაფასა და ბოიუქ კასიკში.
აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციით, ბაქოდან თბილისის მიმართულებით, ისევე როგორც თბილისიდან ბაქომდე, სრული მარშრუტის ბილეთის მინიმალური ფასი 81 მანათი (დაახლოებით 127 ლარი) იქნება.
ამასთან, საქართველოს საზღვართან უფრო ახლოს მდებარე აზერბაიჯანული გაჩერებებიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება შედარებით ნაკლები იქნება და მისი ფასი 51 მანათიდან დაიწყება.