ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მყვინთავებმა ცხედარი იპოვეს - არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მათივე ცნობით, პირზე, რომლის ცხედარიც მყვინთავებმა მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, მანამდე სამძებრო-სამუშაოები მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. დაწყებულია გამოძიება