თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევისას, თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სამაშველო ოპერაციას ატარებს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.