ქუთაისში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ქუთაისში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 16 წლის ბიჭი. როგორც ადგილობრივები წერენ, შემთხვევა დღეს გამთენიას მოხდა. არსებული არაოფიციალური და დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილში 4 არასრულწლოვანი იჯდა და მათ ავტომობილი დაუკითხავად ჰყავდათ წაყვანილი. ამ დროისთვის დეტალები უცნობია. 

 

"მთავარი"