ბიზნესმენი, საქართველოს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურა, თემურ უგულავა, ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 22 ივნისს გაავრცელეს მისი გარემოცვის წევრებმა და მეგობრებმა.
თემურ უგულავა, - Rooms Hotels-ისა და Adjara Group-ის დამფუძნებელი, - 56 წლის იყო.
ბოლო პერიოდში დასმული მძიმე დიაგნოზის შემდეგ იგი საზღვარგარეთ მკურნალობდა.
მის სახელს უკავშირდება Rooms-ის სასტუმროები თბილისში, ყაზბეგში, კოხტასა და ბათუმში, სასტუმრო „სტამბა“, „ლოლიტა“, ჰოსტელი „ფაბრიკა“, „უდაბნო“ და სხვა ბიზნეს-ობიექტები საქართველოში.
თემურ უგულავა ფლობდა გემბლინგ კომპანია „აჭარაბეთსაც“, რომელიც 2019 წელს გაყიდა.