“მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება ყალბი SMS-ები საგზაო ჯარიმის გადახდის მოთხოვნით - არ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

"მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის გადახდის შეხსენებას ეხება. 

შეტყობინებაში მითითებულია ანგარიშის ნომერი და გადახდის ბმული.

გთხოვთ, მსგავსი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემთხვევაში არ შეასრულოთ  მითითებული ინსტრუქცია, არ გააზიაროთ პერსონალური ან საბანკო მონაცემები," - ამის შესახებ ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.