დედოფლისწყაროში სქროლით გადაადგილებისას ავარიაში მოყოლილი მოზარდი გარდაიცვალა. ინფორმაციას დედოფლისწყაროს ტელევიზია ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ორი მოზარდი სქროლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გზაჯვარედინზე ავტომობილი დაეჯახა. ავარიის შედეგად ორივე მოზარდი დაშავდა, ერთ-ერთი მძიმედ. ის ჯერ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი თბილისში. მოზარდს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში თავის არეში რთული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.