თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში, დენის დარტყმის შედეგად 56 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ადგილობრივების თქმით, შუახნის კაცი მეზობელს ეხმარებოდა დაზიანებული გაყვანილობის შეკეთებაში და ეზოში ელექტრობოძზე ავიდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და ადგილზე დაიღუპა.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.