ქუთაისის ავტობანზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისის ავტობანზე ერთმანეთს ევაკუატორი და მიკროავტობუსი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.