მდინარე ჭანისწყალში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

 ახალგაზრდა მამაკაცს მდინარე ჭანისწყალში ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მაშველებმა მდინარიდან ქალის და 2 ბავშვის გამოყვანა შეძლეს, ხოლო მოულოდნელად ადიდებულმა და სისწრაფით მოვარდნილმა მდინარემ ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცა.

ადგილზე იმყოფება შესაბამისი სამსახურები. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ.