ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით 1 ნოემბრიდან დამატებითი რეისები დაინიშნება

აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციით, საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანებზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად  ყოველდღიურად ოთხი რეისი შესრულდება. შესაბამისად, სამგზავრო ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე გაიზრდება, რაც დაახლოებით 50%-იან მატებას ნიშნავს

ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისს განახლდა - შვეიცარიული „შტადლერის“ მატარებელი დღეში ერთ რეისს ასრულებდა

დამატებული რეისების ბილეთების გაყიდვა 2 ოქტომბრიდან დაიწყება