სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, გიორგი დავითაძის მიერ აღწერილი მძიმე ძალადობის დეტალები მათ მიერ დათვალიერებულ ვიდეოკადრებში არ დადასტურდა, თუმცა უწყება მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის საჩივარი მხოლოდ ყველა შესაძლო მტკიცებულების მოპოვებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა გადამოწმდეს.
ომბუდსმენის აპარატი პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების მონიტორინგს აგრძელებს და უწყებას მოუწოდებს, შედეგები საზოგადოებას შემჭიდროებულ ვადებში გააცნოს.
„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძისსაქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სახალხო დამცველისაპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.
2025 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით მიმართაგიორგი დავითაძის ადვოკატმა და აცნობა, რომ პატიმარი იყო არასათანადო მოპყრობისმსხვერპლი. იმავე დღეს სახალხო დამცველის რწმუნებულმა N6 პენიტენციურ დაწესებულებაშიმოინახულა და გამოკითხა მსჯავრდებული.
პატიმარმა მიუთითა, რომ 2025 წლის 20-21 დეკემბერს N6 პენიტენციური დაწესებულებისთანამშრომლებმა დაარღვიეს მისი უფლებები, მათ შორის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, სექსუალური ხასიათის ძალადობა განხორციელდა.
სახალხო დამცველის აპარატმა მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოსგენერალურ პროკურატურას. სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამგამოძიება დაიწყო.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა, პატიმრის მიერ მითითებული პერიოდისვიდეოჩანაწერების დაარქივების მიზნით, მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ვიდეოჩანაწერების გაცნობის შედეგების შესახებინფორმირებულია როგორც მსჯავრდებული, ისე მისი ადვოკატი.
კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დათვალიერებული კადრების შედეგად, პატიმრის მიერმონათხრობი მძიმე ძალადობის დეტალები არ დადასტურდა, მსჯავრდებულის საჩივრისგადამოწმება გამოძიების მიერ ყველა შესაძლო მტკიცებულების მოპოვებისა დაურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ გარემოებისგათვალისწინებით, სახალხო დამცველის აპარატი დღემდე, სისტემატურად ახდენსპროკურატურაში დაწყებული გამოძიების მონიტორინგს და მოუწოდებს პროკურატურასშემჭიდროებულ ვადებში წარმოუდგინოს საზოგადოებას გამოძიების შედეგები.
სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს გიორგი დავითაძის საქმის შესწავლას“, - ნათქვამიასახალხო დამცველის განცხადებაში.
ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.