ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ორმაგი ტრაგედიით დასრულდა.
ავარია 30 სექტემბერს მოხდა — ავტომობილის დაჯახების შედეგად მძიმედ დაშავებული ქვეითი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და იგი კლინიკაში გარდაიცვალა.
"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ავტომობილის მძღოლმა ქვეითის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, განცდილი ძლიერი ნერვიულობის შედეგად ისიც გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო იმერეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა).