ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა - დაშავდა 6 ადამიანი

ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.

ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ქართლის ამბები ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონაკვეთზე მოხდა. 

გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.