დიზელი, ელექტროენერგია, პომიდორი, ატამი - რა გაძვირდა/გაიაფდა აპრილში ყველაზე მეტად?

აპრილში საქართველოში ინფლაცია ორწლიან მაქსიმუმამდე, 5.9%-მდე გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

საქსტატი ინფლაციას 305 სხვადასხვა დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების ყოველთვიური გამოკვლევით ითვლის. დეტალური ინდექსის თანახმად, წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირებულ საქონელს შორის არაერთი არის სურსათის ჯგუფიდან. გარდა სურსათისა მკვეთრად გაიზარდა დიზელის საწვავის ფასი, ასევე ელექტროენერგიის ტარიფი, ჟურნალ-გაზეთები და სხვა საქონელი.

აპრილში წლიურად ყველაზე გაძვირებული საქონელი
#    დასახელება    ფასის ზრდა
1    მწვანე ლობიო    103%
2    ქლიავი    89%
3    ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი    62%
4    მსხალი    42%
5    გაზეთი    41%
6    პომიდორი    38%
7    ქალის ზამთრის ფეხსაცმელი    34%
8    დიზელის საწვავი    32%
9    ატამი    31%
10    ჟურნალი    30%
11    ქალის ფეხსაცმლის შეკეთება    28%
12    შებოლილი თევზი    26%
13    ქალის ზამთრის პალტო    25%
14    ელექტროენერგიის გადასახდელი    25%
15    ახალი თევზი    24%
რაც შეეხება ყველაზე გაიაფებულ საქონელს, მათ შორისაა ხახვი; ტელევიზორი; ფორთოხალი; მანდარინი; ყურძენი; ბრინჯი, ინტერნეტის ტარიფი და სხვა საქონელი.

აპრილში წლიურად ყველაზე გაიაფებული საქონელი
#    დასახელება    ფასის კლება
1    ხახვი    -23%
2    ტელევიზორი    -22%
3    მანდარინი    -21%
4    ფორთოხალი    -17%
5    მაცივარი    -17%
6    ყურძენი    -16%
7    სარეცხი მანქანა    -15%
8    ბავშვის კოლგოტი    -15%
9    კივი    -14%
10    ნიორი    -13%
11    ინტერნეტის გადასახდელი    -13%
12    ბრინჯი    -11%
13    კომპიუტერი    -10%
14    მამაკაცის პერანგი    -10%
15    კონიაკი    -10%