სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, უნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევის, ტარიფის თვითნებურ გაზრდისა და სალიცენზიო ვალდებულებების განგრძობად შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან უქმდება გაზგამანაწილებელი კომპანი შპს „მამედის“ სახელზე გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.

კომისიის გადაწყვეტილებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში არსებული ბუნებრივი გაზის აბონენტების უწყვეტი და უსაფრთხო მომარაგების მიზნით, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზ“ უზრუნველყობუნებრივი გაზის განაწილების მომსახურების გაწევა იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა გაზმომარაგებასაც ახორციელებდა შპს „მამედი“.