მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 93
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული საგზაო მონაკვეთის აღდგენის მეორე ეტაპი იწყება.
თბილისის მერიის განცხადებით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 19 აგვისტოს 20:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა მტკვრის მხარეს, განაპირა საავტომობილო ზოლში შეიზღუდება.

No article in the selected categories