სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N2-ში, N2 კორპუსის მიმდებარედ წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 29 710 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
დედაქალაქი
სამგორში, ჩანტლაძის ქუჩაზე წყალარინების ქსელი ეწყობა
- Details
- By iaiaia
- Hits: 281