ქიზიყის ქუჩა N7-ის მიმდებარედ ეზო მოეწყო

ორხევის დასახლებაში, ქიზიყის ქუჩა N7-ის მიმდებარედ ეზოს მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის მიხედვით, 320 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან  22 000 ლარი გამოიყო. 
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.