ყველაზე მაღალი ინფლაციის მქონე ქვეყნების რეიტინგი - IMF

2024 წელს მსოფლიოში პანდემიური პერიოდის მაღალი ინფლაციური მაჩვენებლების კლების ტენდენცია ნარჩუნდება. თუკი გასულ წელს მსოფლიო ინფლაცია 6.7% იყო, წელს ის სავარაუდოდ 5.8%-ზე შემცირდება, 2025 წლისთვის კი მსოფლიოს საშუალო ინფლაცია 4.3%-ზე არის პროგნოზირებული. IMF-ის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 1.11%-ით არის პროგნოზირებული, რაც სებ-ის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელზე დაბალია და მსოფლიოს ერთ-ერთ დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს. საქართველოზე უფრო დაბალი ინფლაცია IMF-ის შეფასებით მხოლოდ 12 ქვეყანაში არის წელს მოსალოდნელი.

ინფლაციის მიხედვით, მსოფლიოს ლიდერის პოზიცია კი წელსაც ზიმბაბვეს აქვს, სადაც წელს ფასების საშუალო ზრდა 635%-ით არის პროგნოზირებული, მეორე ადგილზეა არგენტინა 229.8%-ით, მესამეზე კი სუდანი 200%-ით. ინფლაციის გლობალურ ლიდერთა შორის ადგილს ინარჩუნებს თურქეთიც, სადაც წელს ფასების საერთო დონე 60.9%-ით გაიზრდება, რაც მსოფლიოში მეხუთე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2024 წლის ინფლაცია მსოფლიოს გარშემო - IMF-ის პროგნოზი:
#    ქვეყანა    2024 წლის საშუალო ინფლაცია
1    ზიმბაბვე    635.31%
2    არგენტინა    229.82%
3    სუდანი    200.10%
4    სამხრეთ სუდანი    120.65%
5    თურქეთი    60.92%
6    ვენესუელა    59.61%
7    სიერა ლეონე    36.58%
8    ეგვიპტე    33.30%
9    ნიგერია    32.46%
10    ირანი    31.67%
11    მალავი    30.62%
12    ანგოლა    28.39%
13    ჰაიტი    26.01%
14    ეთიოპია    23.95%
15    პაკისტანი    23.41%
16    ლაოსი    22.03%
17    მიანმარი    22.00%
18    ბურუნდი    20.00%
19    განა    19.53%
20    სურინამი    19.14%
21    კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა    17.82%
22    სან ტომე და პრინსიპი    17.10%
23    იემენი    16.27%
24    ზამბია    14.56%
25    გამბია    14.40%
26    გვინეა    11.03%
27    უზბეკეთი    9.95%
28    ბანგლადეში    9.73%
29    ყაზახეთი    8.64%
30    რუსეთი    7.86%
31    ნიგერი    7.83%
32    ლიბერია    7.67%
33    მადაგასკარი    7.44%
34    ტუნისი    7.06%
35    კოლუმბია    6.72%
36    ლესოთო    6.72%
37    მონღოლეთი    6.50%
38    თურქმენეთი    6.33%
39    ისლანდია    6.04%
40    ბელორუსია    6.04%
41    ანტიგუა და ბარბუდა    5.96%
42    უკრაინა    5.84%
43    იამაიკა    5.80%
44    ნეპალი    5.64%
45    რუმინეთი    5.32%
46    ალჟირი    5.26%
47    ფიჯი    5.20%
48    კენია    5.12%
49    ყირგიზეთი    5.10%
50    მოლდოვა    5.00%
51    ნიკარაგუა    5.00%
52    სომალი    5.00%
53    ჩადი    4.94%
54    რუანდა    4.90%
55    ურუგვაი    4.89%
56    ესვატინი    4.76%
57    სამხრეთ აფრიკა    4.70%
58    მექსიკა    4.68%
59    ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა    4.65%
60    ტონგა    4.60%
61    მარშალის კუნძულები    4.60%
62    ბუტანი    4.60%
63    ნამიბია    4.60%
64    ჰონდურასი    4.60%
65    ტაჯიკეთი    4.54%
66    სერბეთი    4.53%
67    პაპუა-ახალი გვინეა    4.43%
68    კამერუნი    4.40%
69    ინდოეთი    4.37%
70    ბელგია    4.32%
71    ბოლივია    4.28%
72    ბრაზილია    4.27%
73    გვინეა-ბისაუ    4.23%
74    ვანუატუ    4.22%
75    მონტენეგრო    4.15%
76    ვიეტნამი    4.14%
77    კირიბატი    4.06%
78    პალაუ    4.05%
79    მიკრონეზია    4.02%
80    კომორის კუნძულები    4.01%
81    ნაურუ    4.00%
82    კონგოს რესპუბლიკა    4.00%
83    ეკვატორული გვინეა    4.00%
84    ხორვატია    3.97%
85    ტუვალუ    3.93%
86    ჩილე    3.90%
87    პოლონეთი    3.86%
88    პარაგვაი    3.84%
89    უნგრეთი    3.81%
90    ბოტსვანა    3.80%
91    კოტ დ'ივუარი    3.80%
92    სენტ ვინსენტი და გრენადინები    3.78%
93    სამოა    3.71%
94    გვატემალა    3.56%
95    ანდორა    3.56%
96    უგანდა    3.48%
97    მავრიკი    3.47%
98    მოზამბიკი    3.47%
99    ესტონეთი    3.41%
100    დომინიკის რესპუბლიკა    3.39%
101    ფილიპინები    3.33%
102    ავსტრალია    3.32%
103    ბელიზი    3.31%
104    ჩრდილოეთ მაკედონია    3.30%
105    ნორვეგია    3.26%
106    ტიმორ-ლესტე    3.25%
107    ტანზანია    3.24%
108    ერაყი    3.20%
109    ნიდერლანდები    3.17%
110    ისრაელი    3.08%
111    ავსტრია    3.04%
112    ქუვეითი    3.00%
113    შეერთებული შტატები    2.99%
114    სოლომონის კუნძულები    2.93%
115    საბერძნეთი    2.91%
116    ბულგარეთი    2.84%
117    დომინიკა    2.81%
118    მალაიზია    2.80%
119    სლოვაკეთის რესპუბლიკა    2.78%
120    ესპანეთი    2.75%
121    ტოგო    2.74%
122    გაიანა    2.73%
123    ახალი ზელანდია    2.72%
124    მალტა    2.67%
125    მავრიტანია    2.65%
126    ბარბადოსი    2.63%
127    გაერთიანებული სამეფო    2.62%
128    სინგაპური    2.58%
129    სამხრეთ კორეა    2.52%
130    პორტუგალია    2.51%
131    მალი    2.50%
132    ლუქსემბურგი    2.49%
133    ინდონეზია    2.48%
134    პერუ    2.48%
135    სენტ კიტსი და ნევისი    2.46%
136    კანადა    2.44%
137    გერმანია    2.37%
138    ჩეხეთის რესპუბლიკა    2.34%
139    საფრანგეთი    2.31%
140    არუბა    2.31%
141    არაბთა გაერთიანებული საამიროები    2.30%
142    ალბანეთი    2.24%
143    იაპონია    2.23%
144    ბოსნია და ჰერცეგოვინა    2.19%
145    კვიპროსი    2.18%
146    გრენადა    2.15%
147    იორდანია    2.12%
148    აზერბაიჯანი    2.10%
149    ბურკინა-ფასო    2.10%
150    გაბონი    2.09%
151    ტაივანი    2.09%
152    კოსოვო    2.08%
153    შვედეთი    2.05%
154    სლოვენია    2.02%
155    ლიბია    2.01%
156    ბენინი    2.00%
157    კაბო-ვერდე    2.00%
158    ეკვადორი    1.87%
159    დანია    1.80%
160    ჰონკონგი    1.75%
161    საუდის არაბეთი    1.74%
162    მაროკო    1.72%
163    ირლანდია    1.66%
164    პუერტო-რიკო    1.59%
165    სენეგალი    1.50%
166    მალდივები    1.45%
167    ჯიბუტი    1.41%
168    ბაჰრეინი    1.40%
169    ლატვია    1.36%
170    ომანი    1.30%
171    პანამა    1.29%
172    სენტ-ლუსია    1.29%
173    ტრინიდადი და ტობაგო    1.28%
174    სან-მარინო    1.28%
175    იტალია    1.27%
176    შვეიცარია    1.25%
177    ფინეთი    1.24%
178    საქართველო    1.11%
179    მაკაო    1.10%
180    ბაჰამის კუნძულები    1.05%
181    ელ-სალვადორი    1.05%
182    კატარი    1.00%
183    ლიტვა    0.85%
184    სეიშელის კუნძულები    0.82%
185    კამბოჯა    0.66%
186    ტაილანდი    0.54%
187    ბრუნეი    0.50%
188    ჩინეთი    0.42%
189    სომხეთი    0.19%
190    კოსტა რიკა    -0.26%