რა უჯდება ქვეყნის ბიუჯეტს საპარლამენტო არჩევნები

სინამდვილეში, ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხი 2025 წლის იანვარ-თებერვალში გვეცოდინება, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია - ცესკო 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ანგარიშს მოამზადებს. თუმცა, სახელმწიფო ბიუჯეტში არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ანგარიშის მიხედვით, მეტ-ნაკლებად ობიექტურ სურათს მივიღებთ. 
2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 219 000 ლარით განისაზღვრა. აქედან, არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე 126 500 000 ლარი გამოჰყვეს, საიდანაც 54 000 000 ლარი - კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, ხოლო ხელფასებისთვის - 42 700 000 ლარი გამოიყო. 
მართალია, დაზუსტებული მონაცემები ორ-სამ თვეში გვეცოდინება, მაგრამ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი არჩევნები, ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის გამო, ყველაზე ძვირადღირებულია. მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის ბიუჯეტს 77 500 000 ლარი დაუჯდა, საიდანაც არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე - 50 500 000 ლარი დაიხარჯა. ვინაიდან ცესკო-ს ვებ-გვერდზე, არჩევნების ბიუჯეტის სრულყოფილი ინფორმაცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხება, „ვერსია“ ამ ანგარიშის ფინანსური ნაწილის მიმოხილვას გთავაზობთ. 

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები
ზუსტად ოთხი წლის წინ, 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეებმა მომდევნო ოთხი წლის ვადით, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიეს საქართველოს პარლამენტის 150 წევრი, მათ შორის, 120 წევრი - პროპორციული საარჩევნო სისტემით და 30 წევრი - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. პარლამენტის არჩევნები მოიცავდა 31 ოქტომბერს ჩატარებულ I ტურს და 21 ნოემბერს გამართულ II ტურს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც I ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ნამდვილ ხმათა 50%-ზე მეტი.
„პარლამენტის არჩევნებისთვის სულ შეიქმნა 3 852 საარჩევნო უბანი, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე - 3 795, ხოლო საზღვარგარეთ 39 სახელმწიფოში - 57 საარჩევნო უბანი. მოგვიანებით აზერბაიჯანში გაუქმდა სამივე საარჩევნო უბანი, ხოლო საბერძნეთში - ორი. აღნიშნულიდან გამომდინარე, არჩევნები გაიმართა 3 847 საარჩევნო უბანზე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილ 3 795, ხოლო საზღვარგარეთ 38 სახელმწიფოში - 52 საარჩევნო უბანზე. 3 852 საარჩევნო უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა შეადგენდა 45 908-ს, მათ შორის, 33 748 (73.51%) - ქალი და 12 160 (26.49%) - კაცი“, - ვკითხულობთ ცესკო-ს ანგარიშში. 
2020 წელს, მსოფლიო კოვიდპანდემიამ მოიცვა. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლი ორგანიზაციამ (ჯანმო) კორონავირუსი ჯერ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა, მოგვიანებით - პანდემიად. პანდემიის გამო, ჩაიკეტა ქვყნების საზღვრები, შეწყდა საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა... გააგრძელეთ კითხვა