2024 წელს მსოფლიოს 153 ვალუტიდან აშშ დოლართან მიმართებით მხოლოდ 32 ვალუტა გამყარდა, 15 ქვეყნის ვალუტა უცვლელი დარჩა, რადგანაც ისინი დოლარზე არის მიბმული, ხოლო 106 ქვეყნის ვალუტა კი გაუფასურდა.
ამასთან, დოლართან მიმართებით გაუფასურდა ევრო (რომელიც 20 ქვეყნის ვალუტაა), ევრო 2024 წლის განმავლობაში აშშ დოლართან მიმართებით 5.65%-ით შემცირდა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ წელს დოლართან მიმართებით უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ვალუტები გაუფასურდნენ - ჩინური იუანი 2.91%-ით, იაპონური იენი 10.64%-ით, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 1.09%-ით, კანადური დოლარი 8.47%-ით, მექსიკური პესო 16.53%-ით, რუსული რუბლი 12.52%-ით და თურქული ლირა 16%-ით.
რაც შეეხება ეროვნულ ვალუტა ლარს - 2024 წლის 1 იანვარს ერთი დოლარი 2.6897 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ღირებულება 2.7943 ლარს შეადგენს, რაც წლის განმავლობაში 3.74%-იანი გაუფასურებაა.
2024 წელს ყველაზე მეტად 21.1%-ით კენიური შილინგი გამყარდა, ასევე 10.72%-ით გამყარდა შრი-ლანკას რუპია, სალვადორის კოლონი კი 5.37%-ით გამყარდა აშშ დოლართან მიმართებით.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელი ქვეყნების ეროვნული ვალუტების შედეგებს 2024 წელს:
- თურქული ლირა - გაუფასურდა დოლართან 16%-ით;
- სომხური დრამი - გაუფასურდა დოლართან 10.38%-ით;
- აზერბაიჯანული მანათი - გამყარდა დოლართან 1.84%-ით;
- რუსული რუბლი - გაუფასურდა დოლართან 12.52%-ით;
- უკრაინული გრივნა - გაუფასურდა დოლართან 8.84%-ით.
წყარო: bm.ge