ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭომ აშშ-ში ლობისტური კონტრაქტი გააფორმა

ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭომ აშშ-ში ლობისტური კონტრაქტი გააფორმა - ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს უცხოური აგენტების ლობისტური საქმიანობის რეგულირების სააგენტოს FARA ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ხდება ცნობილი.

კონტრაქტის ღირებულება 40 ათას დოლარს შეადგენს და ის ლობისტურ კომპანია Mercure-თან გაფორმდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, Mercure-მა უნდა დაამყაროს სტრატეგიული კომუნიკაცია აშშ-ის როგორც არსებულ, ასევე მომავალ ადმინისტრაციასთან. კონტრაქტის თანახმად, კომპანია Mercure-მა მხარი უნდა დაუჭიროს ბიზნესსაბჭოს ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად სტრატეგიული საკომუნიკაციო კონსულტაციებსა და დისკუსიებში.

აშშ საქართველოს ბიზნესსაბჭო 1998 წელს დაფუძნდა და მისი პრეზიდენტის პოსტს მამუკა წერეთელი იკავებს. წერეთელი ასევე "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.