აფხაზეთში სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ტარიფის გაძვირების მოთხოვნით გაიფიცნენ

სოხუმში მიკროავტობუსების (ე.წ. მარშრუტკების) მძღოლების გაიფიცნენ. ისინი ქალაქის მარშრუტებზე მგზავრობის საფასურის გაზრდას 30-დან 50 რუბლამდე [0,30 და 0,50 დოლარამდე] ითხოვენ.

მსგავსი რამ აფხაზეთში პირველი შემთხვევა არ არის.

2018 წელს, მსგავსი გაფიცვის შემდეგ, მგზავრობის ღირებულება 15-დან 20 რუბლამდე გაიზარდა.

2022 წელს მიკროავტობუსების მძღოლებმა კვლავ მოითხოვეს მგზავრობის ტარიფის გაზრდა და მთავრობამ ამჯერადაც მოუსმინა მათ. შესაბამისად, მგზავრობის საფასურად 30 მანეთი დააწესა.

ახლა კი მძღოლებს ტარიფის თითქმის გაორმაგება უნდათ.

მაგრამ ამჯერად ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

15 იანვარს ზოგიერთმა მძღოლმა მგზავრობის საფასური თვითნებურად გაზარდა. თუმცა, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფასების მატება არ იყო სანქცირებული მინისტრთა კაბინეტის მიერ და აუკრძალა სოხუმის საავტომობილო სატრანსპორტო საწარმოს (ATP) ასეთი მძღოლებისთვის ზედნადების გაცემა.

ATP-ისთვის გაგზავნილ წერილში სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ასეთი “თვითშემოქმედება” არღვევს სამგზავრო გადაზიდვის საქმიანობის ლიცენზირების მოთხოვნებს.

ამასთან, ტრანსპორტის სამინისტრომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეიდების ჩატარება და სამარშრუტო ტაქსებზე კონტროლის გაძლიერება სთხოვა.

სოხუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი ფორმა მიკროავტობუსებია. ამიტომ, გაფიცვამ შესამჩნევი გავლენა იქონია ქალაქის მცხოვრებლების ცხოვრებაზე.