საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. სწორედ მასზე მოდის ქვეყნის მთლიანი ექსპორტ-იმპორტის ჯამის 10.8%.
გასულ წელს, საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა წლიურად 5.4%-ით გაიზარდა და 2.5 მლრდ დოლარი შეადგინა.
რუსეთიდან იმპორტი
რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის ძირითად ნაწილს იმპორტი შეადგენს. საქართველო რუსეთიდან 2.7-ჯერ მეტს ყიდულობს, ვიდრე თავად ყიდის. უფრო დეტალურად, გასულ წელს რუსეთი საიმპორტო პარტნიორებს შორის მესამე ადგილზე იყო და იმპორტმა წლიურად 6%-იანი ზრდის შემდეგ, 1 მლრდ 850 მლნ დოლარი შეადგინა. ეს საქართველოს მთლიანი იმპორტის 11%-ია.
რაც შეეხება ძირითად საიმპორტო პროდუქციას, რუსეთიდან განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შემდეგი საქონელი შემოვიდა:
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $519.5 მლნ;
ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $180.9 მლნ;
წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე (არმატურა) - $114.5 მლნ;
ხორბალი და მესლინი - $75.7 მლნ;
ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები - $44.6 მლნ.
რუსეთში ექსპორტი
იანვარ-ივლისში ექსპორტმა 681.5 მლნ მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 3.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია, მთლიან ექსპორტში 10.4%-იანი წილით.
რუსეთში ძირითადი საექსპორტო პროდუქცია ასე გამოიყურება:
ყურძნის ნატურალური ღვინოები - $182.6 მლნ;
სპირტიანი სასმელები - $154.8 მლნ;
მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $76.9 მლნ;
წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $61.7;
ახალი გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო - $32.2 მლნ.