2024 წელს ტელეფონების იმპორტი 11.4%-ით შემცირდა - სად ვყიდულობთ?

2024 წელს ტელეფონების იმპორტი 11.4%-ით შემცირდა და 332.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის შემდეგ სატელეფონო აპარატების იმპორტი მზარდი იყო.

მთავარი იმპორტიორია არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელზეც იმპორტის თითქმის 50% მოდის. უნდა აღინიშნოს, ისიც რომ სატელეფონო აპარატების იმპორტი რამდენიმე ძირითადი საიმპორტო ქვეყნიდან შემცირდა. ჩინეთიდან ნიდერლანდებიდან, ბულგარეთიდან და აშშ-დან კი გაიზარდა.

2024 წელს ტელეფონების იმპორტიორი TOP-10 ქვეყანა:

არაბთა გაერთიანებული საამიროები - $165.9 მლნ;
ჩეხეთი - $58.7 მლნ;
ჰონ-კონგი - $22.7 მლნ;
ჩინეთი - $22.3 მლნ;
ვიეტნამი - $20.4 მლნ;
ნიდერლანდები - $12.4 მლნ;
ინდოეთი - $7.9 მლნ
ბულგარეთი - $3.5 მლნ;
აშშ - $2.9 მლნ;
გერმანია - $1.8 მლნ.