კაპიტან მოჰამედ ჯუმა ალ შამისისთან ნაყოფიერი დისკუსია გავმართეთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საზღვაო და ლოგისტიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ამ სექტორებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მომავალში კვლავ გაფართოვდება და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს.
“აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში, შევხვდი კაპიტან მოჰამედ ჯუმა ალ შამისის, სადაც ნაყოფიერი დისკუსია გავმართეთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საზღვაო და ლოგისტიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
განვიხილეთ პარტნიორობის განმტკიცების გზები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე ევროპასა და აზიას შორის, როგორც რეგიონული დისტრიბუციის იდეალურ ჰაბზე და ვაჭრობის ფართო ქსელებთან მნიშვნელოვან კავშირზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სექტორებში ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კვლავ გაფართოვდება და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს”, - აღნიშნავს პრემიერი.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ეს მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
“უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ მისი აღმატებულება შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტისა და აბუ დაბის მმართველის, ასევე EMAAR Group-ის თავმჯდომარის, მისი აღმატებულება ბატონი მოჰამედ ალი რაშიდ ალაბარის მიმართ.
აბუ დაბიში ჩემი ვიზიტის ფარგლებში, გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ოდენობის - 6 მილიარდი დოლარის - საინვესტიციო პროექტის განხორციელებას საქართველოში.
ეს მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას სამუშაო ადგილების შექმნითა და ახალი ინვესტიციების მოზიდვით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს გარდაქმნას მრავალმხრივ ბიზნესჰაბად”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.