მადრიდში გასტროკონგრესზე ქართული ღვინო წარადგინეს

მადრიდში გამართულ გასტრო კონგრესზე - „Madrid Fusión 2025“ ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის მწარმოებელმა ოთხმა კომპანიამ სხვადასხვა დასახელების ღვინოები წარმოადგინა.

ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც გაიმართა. Madrid Fusión 2025-ზე ქართული სტენდი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო, სადაც, სამი დღის განმავლობაში, ქართული ღვინო ქართულ გასტრონომიასთან ერთად იყო წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, ესპანეთში ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა. კერძოდ, 2024 წელს საქართველოდან ესპანეთში 57 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 9,6 ტონა ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მეტი - 116.7 მლნ აშშ დოლარის 17.8 ტონა იყო.