საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში, საქართველომ ტურიზმიდან 290 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 1.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
„ჩვენი შეფასებით, 2025 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 1.4%-ით გაიზარდა და 290 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს“, - ნათქვამია Galt & Taggar-ის კვირის მიმოხილვაში.