საქართველო-რუსეთის ბიზნეს ასოციაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა. ამონაწერის მიხედვით, გამგეობის წევრები არიან:
თავმჯდომარე/წევრი: ზაზა ნიშნიანიძე, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა;
გამგეობის წევრები არიან, ასევე საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეები: ლავრენტი ანჩაბაძე, ვახტანგ კარიჭაშვილი, ბადრი კაკაბაძე და დავით ხარაიძე.
გენერალური დირექტორი ასევე ორმაგი მოქალაქე მარატ შაიდაევია. აღმასრულებელი დირექტორი კი, გიორგი მუსხელიშვილი.
ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ასოციაციის უმთავრესი მიზანი იქნება, დაეხმაროს იმ ბიზნესმენებს, რომლებიც რუსეთში ექსპორტით არიან დაკავებული.
წყარო: bm.ge