2025 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტი 19%-ით, 403 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ საქსტატის წინასწარი ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
გაცილებით უფრო მეტად, 45%-ით გაიზარდა იმპორტის მოცულობა, რამაც იანვარში 1.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ეს საგარეო ვაჭრობის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯერჯერობით უცნობია, რამ განაპირობა იანვარში ექსპორტისა და იმპორტის ასეთი მკვეთრი მატება, აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია 19 თებერვალს, საგარეო ვაჭრობის დეტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.