სემეკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდას“ - დავით ნარმანია


15 მარტს, მომხმარებლის დღესთან დაკავშირებით, . ბათუმში მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისოკვირეულის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივითვითმმართველობის, მომხმარებელთა უფლებებისდაცვის ადგილობრივი ორგანიზაციების, სხვადასხვასექტორებში მოქმედი კომპანიებისწარმომადგენლები. შეხვედრაზე სიტყვით წარდგნენსაქართველოს მთავრობის, პარლამენტის, აჭარისავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისწარმომადგენლები და მარეგულირებელი უწყებებისხელმძღვანელი პირები.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისმარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ისაუბრამომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხითსემეკის 2025 წლის გეგმებზე.
სემეკის სტრატეგიაა, რომ ინფორმაცია, რომელიცუკავშირდება კომისიის საქმიანობას და ეხმარებამომხმარებლებს უფლებების დაცვაში, ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებულიპირისთვის. ამ მიზნით, სემეკმა შშმ პირებისთვისადაპტირებული საინფორმაციო ბუკლეტებიშეიმუშავა, მომზადდა საინფორმაციო კლიპი სურდოთარგმანით. უახლოეს პერიოდში, კომისია გეგმავსახალი ვებგვერდის შექმნას. მიუხედავად იმისა, რომარსებული ვებგვერდი ადაპტირებულია შშმ პირებზე, ახალ ვებგვერდზე უფრო მეტად დაიხვეწებაშესაბამისი მექანიზმები,“ - აღნიშნა დავითნარმანიამ.

მისივე თქმით, სემეკი განსაკუთრებულმნიშვნელობას ანიჭებს ენერგეტიკისა დაწყალმომარაგების საკითხების შესახებსაზოგადოების ინფორმირებულობისა დაგანათლების ამაღლებას. ამ მიზნით, სემეკთანარსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისხვადასხვა პროექტებს ახორციელებს.

​„ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ, რომელიცმიზნად ისახავს მომხმარებელთა ცნობიერებისამაღლებას, 2024 წელს ჩატარდა 21 სასწავლო კურსისხვადასხვა თემატიკაზე. ჯამში, ტრენინგები გაიარა1200-მდე მონაწილემ. ამჟამად, ცენტრშიგამოცხადებულია რეგისტრაცია ახალ კურსზე, რომელიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისსექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასშეეხება. კურსის მიზანია ცნობიერების ამაღლებამომხმარებელთა უფლებების, მარეგულირებელინორმების, პრაქტიკისა და თანამედროვეტენდენციების შესახებ, - აღნიშნა სემეკისთავმჯდომარემ.

10-15 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების - სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვისსააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნულიბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობისსამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოსერთობლივი ორგანიზებით მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეული ჩატარდა. კვირეულისმიზანს წარმოადგენდა მომხმარებელთა უფლებებისდაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.