ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს.

ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„„ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად, 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი, ექვსჯერ გაიზარდა ყურძნის მოსავალი, ოთხჯერ გაიზარდა ღვინის ექსპორტი, ხუთჯერ გაიზარდა მევენახეების შემოსავალი. ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.