გახარიას პარტიის თავმჯდომარის მოადგილის ქონებრივი დეკლარაცია

ის ახლა გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილეა და აქტიურადაა ჩართული პოლიტიკურ მოლაპარაკებებში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უძღვება. მართალია, მისმა პარტიამ ქარტიაზეც მოაწერა ხელი, თუმცა დააზუსტა, რომ ქარტიაზე ხელმოწერა მათთვის ერთგვარი კომპრომისი იყო: „ეს კომპრომისი, განსაკუთრებით ტექნიკური მთავრობის ნაწილში დავუშვით, რადგან ჩვენთვის ეს არის გზა, რომ არ ჩამოყალიბდეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი და წითელი ხაზი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა 14 ოქტომბერს და იქვე დასძინა, რომ როდესაც ქარტიაზე ხელი მოაწერეს, პრეზიდენტმა იცოდა მათი პოზიცია სამივე პუნქტზე.
ვიდრე პარტიები 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადებიან, „ვერსია“ ნათია მეზვრიშვილის ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ, თუმცა მანამდე, მისი ბიოგრაფია გავიხსენოთ. 

ნათია მეზვრიშვილის ქონება
სულ ბოლო დეკლარაცია ნათია მეზვრიშვილმა 2021 წლის 27 თებერვალს ჩააბარა, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მაშინ უკვე ყოფილმა უფროსმა. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მის 100%-იან საკუთრებაშია 14.61 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში, ჩხიკვაძის ქუჩაზე, რომელიც 2014 წელს, 48 000 აშშ დოლარად შეუძენია. 
აქვს მიმდინარე და სახელფასო ანგარიშები თიბისი ბანკსა და ტერა ბანკში. მისი, როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის წლიური შემოსავალი 75 684 ლარია.  ვრცლად სტატია იხილეთ აქ.