... ... hotnews.ge - “თუ გავიმარჯვებთ,უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის, ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ”-ბუდუ ზივზივაძე

“თუ გავიმარჯვებთ,უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის, ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ”-ბუდუ ზივზივაძე

თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის, ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ.

„კიდევ ერთი ფინალი გვაქვს, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ, რომ თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, ვითამაშებთ ფლეი-ოფში, რაც ძალიან დიდი, უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის. ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ. დანარჩენი უკვე 26-ში მოედანზე გამოჩნდება“, - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე პორტუგალიას 26 ივნისს დაუპირისპირდება.

YOU MAY LIKE