... ... hotnews.ge - ევროკავშირის პროკურატურამ ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ევროკავშირის პროკურატურამ ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ევროკავშირის პროკურატურამ ევროპის საინვესტიციო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის, ვერნერ ჰოიერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საქმე ეხება სერიოზულ ფინანსურ დანაშაულს.

კერძოდ, გამოძიება მიმდინარეობს ორი პირის მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან „კორუფციასა და გავლენის ბოროტად გამოყენებაში, ისევე როგორც ევროკავშირის თანხების უკანონო ხარჯვაში“.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, ვერნერ ჰოიერი რაიმე არაკანონიერის ჩადენას უარყოფს.

„ჩემ წინააღმდეგ ბრალდებები სრულიად აბსურდული და უსაფუძვლოა. ველოდები, რომ სრულად გამოიძიებენ და ნათელს მოჰფენენ. თხოვნით მივმართავ ევროპის საინვესტიციო ბანკს, სრულად ითანამშრომლონ ევროკავშირის პროკურატურასთან. ასევე, მეც სრულად ვთანამშრომლობ ევროკავშირის პროკურატურასთან და მოვითხოვ ფაქტების სრულ გამორკვევას“, – განაცხადა ჰოიერმა.

YOU MAY LIKE