... ... hotnews.ge - რა არის ნეიროდერმიტი? - ყველაფერი კანის ქრონიკული დაავადების შესახებ

რა არის ნეიროდერმიტი? - ყველაფერი კანის ქრონიკული დაავადების შესახებ

ნეიროდერმიტი კანის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც კანზე ლაქის გაჩენით იწყება, მისი ერთ-ერთი სიმპტომი ქავილია, რის შედეგადაც ქავილით დაზიანებული კანი თანდათან სქელდება და უხეშდება. კანზე ლაქები სხეულის ნებისმიერ ადგილას შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა უფრო მეტად ხშირია კისრის უკანა მხარეს, მაჯებზე, მკლავებზე და  ფეხებზე. ნეიროდერმიტი სიცოცხლისთვის საშიში არ არის და არც გადამდებია. 

როდის ვლინდება ნეიროდერმიტი?

  • კანზე ვლინდება წითელი ან იისფერი ლაქები.
  • ახასიათებს ქავილი, რომელიც მწვავდება ძილის, მოსვენებისა და სტრესის დროს. ქავილის შედეგად კანი ღიზიანდება და უფრო მეტად ზიანდება. 
  • ზოგიერთ შმთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი. 
  • ღრმა ჭრილობის შემთხვევაში, როდესაც ჭრილობა ხორცდება შესაძლებელია კანზე ნაწიბურები დარჩეს. 
  • ინფიცირება ხდება იმ შემთხვევაში თუ  დაზიანებული უბნიდან სითხე იწყებს დენას. შესაძლოა, გაჩნდეს ჩირქით სავსე ბუშტუკებიც.

ამ დაავადების გაჩენის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ნეიროდერმიტი ვითარდება ხშირ შემთხვევაში სტრესის ფონზე, როდესაც ნერვული სისტება ზედმეტად რეაგირებს სხვადასხვა გამაღიზიანებელ ფაქტებზე. 

დაავადების გამომწვევი მიზეზები ასევე შეიძლება გახდეს:

  • ნერვული სისტემის მოშლა.
  • ორგანიზმისთვის მავნე პირობებში მუშაობა;
  • ორგანიზმში მიმდინარე ანთბითი პროცესები;

ის ხშირად გვხვდება 30-დან 50 წლამდე ასაკის პირებში , ასევე, ატოპიური და კონტაქტური დერმატიტის მქონე პირებთან. თუ ადამიანს აქვს ეგზემის, ფსორიაზის, კონტაქტური დერმატიტის ოჯახური ისტორია, მშრალი კანი, შფოთვითი აშლილობა, ძლიერი სტრესი ან ემოციურად ტრავმული პერიოდი დაავადება უფრო მეტად ვითარდება. 

მაპროვოცირებელი ფაქტორი შესაძლოა გახდეს მწერის ნაკბენი, მჭიდრო ტანსაცმელი, ოფლი. 

ნეიროდერმიტის მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. ნეიროდერმიტის სამკურნალო სპეციფიკური საშუალება არ არსებობს. მკურნალობის მიზანი ქავილის გაქრობა და კანის მთლიანობის აღდგენაა.

აუცილებელია კანის ყოველდღიური დატენიანება სიმშრალის შესამცირებლად, გრილი კომპრესები ნაფხაჭნების წარმოქმნის რისკს ამცირებს. რეკომენდებულია ხანმოკლე, თბილი აბაზანების მიღება.

YOU MAY LIKE