... ... hotnews.ge - ბოსტნეულის კაფსულებს ამზადებენ

ბოსტნეულის კაფსულებს ამზადებენ

ისრაელის კომპანია FoodTech ANINA Culinary Art უნიკალურ მზა კერძებს უშვებს, რომელიც ეგრეთ წოდებული, „მახინჯი“ ბოსტნეულისგან, კაფსულების სახითაა დამზადებული. მას მხოლოდ მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება სჭირდება და სადილიც მზად იქნება. ამ გზით, კომპანია ინოვაციური ტექნოლოგიების, დიზაინის სფეროში გამოცდილებისა და კულინარიის ცოდნის წყალობით, საკვების ნარჩენების შემცირებისთვის იბრძვის და გვაჩვენებს, რომ ულამაზო პროდუქტების გადამუშავებით გემრიელი კერძების მომზადება შეიძლება. კაფსულის გარე გარსი გამშრალი ბოსტნეულის ან ხილისგან შედგება, შიგნითა ნაწილი კი სხვადასხვა ნატურალურ პროდუქტს შეიცავს, რომელიც რეცეპტების მიხედვით იცვლება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია Pasta Primavera (ბოსტნეული, იტალიური ბალახეული და მაკარონი), ასევე, ხმელთაშუა ზღვის ჯამი (ბოსტნეული, ბულგური და შავი ოსპი) და ვიეტნამური ჯამი (ბრინჯის ლაფშა და ბოსტნეული). ყოველი კაფსულა შეიცავს მცენარეულ საკვებს, რომელიც მდიდარია ცილებით, უჯრედისით, საღებავისა და კონსერვანტების გარეშე. ეს ადამიანის კვების დღიური ნორმის 40%-ს შეადგენს. ისრაელში წარმატებული სტარტის შემდეგ, კომპანია მის განვითარებას სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.

 

YOU MAY LIKE