... ... ცოლის პაემანზე დაპატიჟება უბრძანეს

ცოლის პაემანზე დაპატიჟება უბრძანეს

აშშ-ის ფლორიდის შტატში, ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს ცოლის პაემანზე მიპატიჟება დაავალეს. იმის ნაცვლად, რომ დამნაშავესთვის ჯარიმა ან შესაბამისი ვადით პატიმრობა დაეკისრებინა, მოსამართლე ჯონ ჰერლიმ, 47 წლის ბრალდებულ ჯოზეფ ბრეის განუცხადა, რომ ვალდებულია, მეუღლეს დაბადების დღეზე ყვავილები აჩუქოს, მისალოცი ბარათიც მიართვას და რესტორანშიც დაპატიჟოს. მართალია, სასჯელი უცნაურია, მაგრამ არც ისეთი, როგორიც 100 ღორი - ასეთი სასჯელი სამოას რაგბის ნაკრების მწვრთნელს ლოთობისთვის დააკისრეს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ბრეის დაავიწყდა, ცოლისთვის დაბადების დღე მიელოცა. თავიდან მათ ჯერ იჩხუბეს, მერე კამათი ცემა-ტყეპაში გადაიზარდა. ამ დროს კაცმა ცოლს ხელი ჰკრა, დივანზე დააგდო და ახრჩობდა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ინციდენტი უმნიშვნელო იყო და ქალსაც არ მიუღია არანაირი დაზიანება, ამიტომ ქმარს მკაცრი სასჯელი არ დააკისრეს.

YOU MAY LIKE