... ... სასმელის გამო ჰომოსექსუალობა დასწამეს

სასმელის გამო ჰომოსექსუალობა დასწამეს

კამერუნის სასამართლომ ჰომოსექსუალიზმში დამნაშავედ სცნო მამაკაცი, რომელმაც ნაღების ლიქიორი „ბეილისი“ დალია. ადგილობრივი თემიდის მსახურები მიიჩნევენ, რომ „ქალების“ ალკოჰოლური სასმელის მიღება „დამნაშავის“ არატრადიციულ ორიენტაციაზე (კამერუნში, ეს კანონით დასჯადია) მიუთითებს. სად დალია მამაკაცმა „ბეილისი“ ან ვინ „ჩაუშვა“, უცნობია. ქვეყანაში, 1972 წლიდან, ერთსქესიანი ურთიერთობები კანონით ისჯება. ჰომოსექსუალიზმისთვის სასჯელს, როგორც წესი, ირიბი ბრალდების საფუძველზე იხდიან ხოლმე. სასამართლოს მიერ დამნაშავედ შერაცხულს ხუთ წლამდე პატიმრობას უსჯიან. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი წლით მოხვდება გისოსებს მიღმა ნაღების ლიქიორის მოყვარული კამერუნელი. 

YOU MAY LIKE