notnews ganivi3 

    ნიკა გვარამია დეპრესიაშია - „თქვენ მაკონტროლებთ და მლანძღავთ კოკისპირულად“

    „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში წერს, რომ მომხდარი ამბების შემდეგ წონაში მოიმატა და ხვალიდან დიეტას იწყებს:

    „მოკლედ, მეგობრებო, ბოლო თვეების ნერვიულობამ, ერთი არხის წართმევამ, ახლის გახსნამ, ყოველ მეორე დღეს პროცესმა ან დაკითხვამ, და აგერ ახლა კორონამ თავისი ქნა: ძლივს, წვალებით და შრომით მიღწეული და დამაგრებული 70იანებიდან ავძვერი 80იანებში და დღეს სასწორზე ცხრიანი დავინახე. 90 გაჭიმა. სასწორმა გაჭიმა, მე სასწორიდან გადმოვვარდი.

    ამაზე დიდი ტრიგერი დეპრესიისთვის, ჩემთვის, მეორე არაა. არადა რა დროს დეპრესიაა?! ხოდა ვიწყებ საჯარო დიეტას! მაკონტროლებელი მჭირდება, ისე ვერ ვიზამ, და თქვენზე უკეთ ვინ გამაკონტროლებს! დიეტა (ნანუკა ჟორჟოლიანი) გამომიცხო სასწრაფოდ, საჯარო პასუხისმგებლობას თქვენ წინაშე ვიღებ. სანამ 70იანებში არ დავბრუნდები, არ შევეშვები და თქვენი მათრახის გადარტყმები, მადლია, იქეთ გთხოვთ, არ დამინდოთ!

    არანაირი პური და ბურღულეული (ღმერთო, რატომ ასუქებს ცომი, რატოოომ?!), არანაირი შაქარი. დღის 2 საათიდან 8 საათამდე ვჭამ ხორცეულს, რძის ნაწარმს და ბოსტნეულს, ზომიერად. შემდეგი დღის ორ საათამდე მხოლოდ წყალს. და ვიწესრიგებ ძილს (ყველაზე რთული დავალება ესაა. ვიღებ რჩევებს პირადში, ეს როგორ მოვახერხო).

    მთავარი: ყოველ დღე ვდებ დღის წონას. თქვენ მაკონტროლებთ და მლანძღავთ კოკისპირულად, თუ არ დავიკელი.

    ხვალიდან ვიწყებ. ღმერთი ჩემთან.“

     

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.