notnews ganivi3 

    „ეს ყველაფერი რომ დასრულდება, დავიძინებ“ - თენგიზ ცერცვაძე

    „ჩვენ ქართველები ვგავართ იტალიელებს, ლაღი ხალხი ვართ, მაინცდამაინც არ გვიყვარს წესრიგის დაცვა და რბილი ზომებით კიდევ კარგად მოვედით აქამდე. ხომ ხედავთ იტალიას რა მოსდის? იგივე დაგვემართებოდა ჩვენ, რომ არა სამთავრობო ვერტიკალი, რომელმაც ეფექტურად იმუშავა“- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „სპეც-პროექტი COVID 19” განაცხადა.

    „ვინაიდან, ეპიდემია გავრცელების ამ ფაზაზე შევიდა, მოსალოდნელია, რომ საქართველოში მოხდეს ინფექციის მასობრივი გავრცელება, რაც ქვეყანას ძალიან ცუდ დღეში ჩააგდებს. გაუჭირდება ჰოსპიტალურ სექტორს, გაუჭირდება ეკონომიკას და ყველაფერს, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ როგორმე შევინარჩუნოთ ეს უნიკალური მონაპოვარი, რაც გვაქვს. მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს და საქართველოს მიმართ გაკვირვებას და აღტაცებას გამოთქვამს, ეს როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. ამის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო ღონისძიებები, რომელიც გამოცხადდა“,-აცხადებს ცერცვაძე.

    კითხვაზე, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, პირველ რიგში რას გააკეთებს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი პასუხობს: „დავისვენებ, დავიძინებ" .

     

    ავტორი

    ლუკა კოპალეიშვილი

    ლუკა კოპალეიშვილი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.